სენაკის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლის საერთო კრებები მიმდინარეობს, სადაც განსახორციელებელ პროექტებს მოსახლეოვბა თავად ირჩევს, არჩეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კი მერია განახორციელებს.
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოსახლეობას დეტალურად გააცნო თავისი მერობის პერიოდში, გეჯეთის, მეორე ნოსირისა და ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულებში და ზოგადად, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარე, განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ისაუბრა სოციალური პროგრამების, განათლების, კულტურის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სექტორებში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე, ასევე – 2024 წლის გეგმებზე.
პრიორიტეტების შერჩევის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ლევან ჯინორია, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე კიზირია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი, დალი შონია, განყოფილების სპეციალისტი, გია კალანდია, მერის თანაშემწე, მარინე ფაღავა, მერის წარმომადგენლები გეჯეთის, მეორე ნოსირისა და ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულებში – ფრიდონ ჯღამაძე, სლავა კილასონია, გოგა ქორიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრებზე, გეჯეთის, მეორე ნოსირისა და ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულების მაცხოვრებლებმა გამოკვეთეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი შემდეგი პრიორიტეტები:
გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულის საჯღამაიო-საკოხიოს უბანში – სასაფლაოს შემოკავება და გარე განათების სისტემის მოწყობა, ღირებულებით – 16 000 ლარი;
მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საგუდაოს და საკუპრეიშვილოს უბნებში – გარე განათების ქსელის მოწყობა, ღირებულებით – 16 000 ლარი;
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ საბესელიოში – რკინიგზის მიმდებარე ლოკაციის შემოღობვა, ღირებულებით – 12 000 ლარი;
სოფელ საოდიშარიოში – გარე განათების ლამპიონების მონტაჟი, ღირებულებით – 2 000 ლარი;
სოფელ ნოსირში – გარე განათების ლამპიონების მონტაჟი და საძოვრის საყანე ფართობისგან გამიჯვნა, ღირებულებით – 16 000 ლარი;
სოფელ შუა ნოსირის საბავშვო ბაღში – გათბობის სისტემის მოწყობა, ბაღის ნაწილობრივი რებილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ღირებულებით – 38 000 ლარი.
ამ ეტაპზე, განსახორციელებელი პროექტები, ადგილობრივმა მოსახლეობამ 6 ადმინისტრაციულ ერთეულში შეარჩია.