დღეს, ქართული თეატრალური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, მხატვრული კითხვის დიდოსტატს, კოტე მახარაძის სახელობის ტიტულის მფლობელს, ჩვენი ქალაქის ღირსეულ შვილს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, ეპოქალურ ადამიანს, მურმან ჯინორიას, 77 წელი შეუსრულდა.