მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

შეხვედრები – ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საერთო კრებები/კონსულტაციები, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის, ნოქალაქევის და ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ კრებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.
საერთო კრებებზე განხილულ იქნა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები და ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები:
ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში:
სოფელ კოტიანეთში – ატრაქციონის მოწყობა, ღირებულობით – 30 000 ლარი;
სოფელ ქვემო სორტაში – ატრაქციონის მოწყობა, ღირებულებით – 15 000 ლარი;
საჩიქობავოსა და ძველ სენაკში – გარე განათების ქსელის მოწყობა, ღირებულებით – 23 000 ლარი;
ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში:
ჯიხას სასაფლაოს გზაზე – რკინა ბეტონის კიუვეტის მოწყობა, ღირებულებით – 15 000 ლარი;
სკვერის კეთილმოწყობა, ღირებულებით – 23 000 ლარი;
ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 22 000 ლარი.
ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში:
სოფელ ბეთლემში – არსებული ბეწვის ხიდის რეაბილიტაცია და გარე განათების სისტემის მოწყობა, ღირებულებით – 12 000 ლარი;
სოფელ ლესაჯაიეში – სასაფლაოსთან მისასვლელი გზაზე, რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა, ღირებულებით – 30 000 ლარი;
ომში დაღუპულ მეომართა მემორიალის მოწყობა – 12 000 ლარი;
სოფელ ბეთლემში – მილხიდების მოწყობა – 10 000 ლარი.
პრიორიტეტების შერჩევის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ლევან ჯინორია, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, შაქრო კოკაია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი, დალი შონია, მერის თანაშემწე, მარინე ფაღავა, მერის წარმომადგენლები ძველი სენაკის, ნოქალაქევის და ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულებში – ალექსანდრე ჯანჯღავა, იგორ ბაღათურია და რომანოზ ჯოჯუა ესწრებოდნენ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2024
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829  
Skip to content