მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

პროექტები 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეულია

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და სოფლის კრებებებზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დასაფინანსებელი პროექტები დღეს მენჯის, ეკის და ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეირჩა.
მოსახლეობის მიერ, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შემდეგ განსახორციელებელ პროექტებზე:
მენჯის ადმინისტრაციული ერთეული:
მენჯის საბავშვო ბაღის სახურავის რეაბილიტაცია;
სოფლებში – სკურიაში, სახარბედიოსა და საწულეისკირიოში – გარე განათების სისტემის მოწყობა;
სოფელ ბათარიაში – მილხიდის რეაბილიტაცია.
ეკის ადმინიტრაციული ერთეული:
სოფელ შრომისკარში – სასაფალოსთან მისასვლელი გზაზე, რკინა- ბეტონის საფარის მოწყობა.
ხორშის ადმინისტრაციული ერთეული:
ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრში – სკვერის მოწყობა.
მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 68 000 ლარი გამოიყო, ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში – 42 000 ლარი, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში კი – 64 000 ლარი.
განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად გამართულ კრებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.
პრიორიტეტების შერჩევის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმია, საკრებულოს წევრები – ირაკლი ცხვიტავა და ბადრი შარტავა, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე კიზირია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი, დალი შონია, განყოფილების სპეციალისტი, გია კალანდია, მერის თანაშემწე, მარინე ფაღავა, მერის წარმომადგენლები მენჯის, ეკის და ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გიგლა ელიავა, იოსებ ელიავა და თენგიზ მატახერია ესწრებოდნენ.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეულია.
პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2024
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829  
Skip to content