სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილესთან, მანანა გვიჩიასთან, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსთან, მზია ბიგვავასთან, განყოფილების სპეციალისტთან, სოციალურ მუშაკთან, ია კიკაბიძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით გამართულ კონფერენციაში – „თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერება: მუნიციპალიტეტსა და სახელმწიფო უწყებებს შორის, პარტნიორობა ქალთა/ოჯახში მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის“.
კონფერენციაზე განიხილეს ძალადობის მიმართ მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობა; იმსჯელეს მუნიციპალიტეტებსა და სამთავრობო უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერებაზე – ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების ყოვლისმომცველი მიდგომების გასაუმჯობესებლად. ასევე, ოჯახში ძალადობის ინდიკატორების განსაზღვრის პრევენციისა და ქმედითი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, შესამაბისი სახელმწიფო სტრუქტურების, იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის 17 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრები, მრჩეველები – გენდერულ საკითხებში.