მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სენაკის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან და მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან ერთად, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისგან, საანგარიშო კვირის მანძილზე განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიიღო.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობას.
,,მისასალმებელია, რომ ჩვენს ქალაქში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. მანამ აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომი არ გახლდათ და ბენეფიციარებს, პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ სერვისცენტრების გახსნით, კიდევ უფრო გაიზარდა გეოგრაფიული მოცვა და ხელმისაწვდომობა.
ცენტრი, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად არის აღჭურვილი და სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ბენეფიციარებს, ყოველდღიურად ემსახურება“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმართულებით, დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასრულებული და მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივმა მოსახლეობამ, პრიორიტეტული 45 პროექტი შეარჩია. წლის ბოლომდე კი – პროგრამის ფარგლებში შერჩეული ყველა სამუშაო შესრულდება.
სენაკის მუნიციპალიტეტში დაიწყო სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა, რომლის მიზანია საჯარო ფინანსების მართვის საქმეში მოქალაქეთა ჩართულობისა და განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით, მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა.
საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი 22 მარტს დასრულდება. პროგრამის ფარგლებში, 2 პროექტი დაფინანსდება.
აღსანიშნავია, ჩვენს მუნიციპალიტში ყველაზე მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება: ⬇️
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის მიერ დაგეგმილი პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალსადენის ახალი ქსელი, მაგისტრალური მილსადენი, ჭაბურღილები, საქლორატორო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარს.
ქალაქ სენაკისა და მიმდებარე სოფლების 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის სავარაუდო ღირებულება 45 მილიონ ლარზე მეტია, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ სენაკისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ასევე, მიმდინარე წლიდან, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 18 სოფელში, გაზსადენის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
რაც შეეხება ინტერნეტიზაციის პროექტს, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში და ეტაპობრივად, სრულად მოიცავს 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს.
შეხვედრაზე, სენაკის მერმა, მის მიერ ინიცირებულ პროექტზე – სტუდენტების ხელშეწყობის თანადაფინანსების პროგრამაზეც ისაუბრა.
,,აღნიშნული პროგრამა მოიცავს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების, ასევე, დედ-მამით ობოლი სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას.
პროგრამის ფარგლებში, ვაფინანსებთ სწავლის საფასურის 50%-ს; პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 20 000 ლარამდე გავზარდეთ.
პროგრამა, პირველად 2023 წელს ავამოქმედეთ და 13 სტუდენტი დავაფინანსეთ, მიმდინარე წელს კი – 5 სტუდენტი.
ამ ეტაპზე, ვაგრძელებთ აღნიშნულ პროგრამას“ – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.
,,რაც შეეხება აქტივობებს, მარტის თვე საკმაოდ დატვირთულია. აღვნიშნავთ სამი ეროვნული გმირის – ჟიული შარტავას, გენო ადამიას და გურამ გაბესკირიას საიუბილეო თარიღებს, ასევე – ქართველი ებრაელი მწერალის, ჩვენი ქალაქის საამაყო შვილის, ჯემალ აჯიაშვილის 80 წლის იუბილეს.
დედისა და ქალთა დღეების ფარგლებში, ვგეგმავთ, საუკუნის ქალბატონებთან ვიზიტს, კულტურული ღონისძიების გამართვას“ – განაცხადა სენაკის მერმა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2024
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829  
Skip to content