დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის პროექტის – ,,ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, წარმატებული სენაკელი ახალგაზრდა, უშანგი ჩიქობავა, მაყურებლისა და გულშამატკივართა წინაშე, ლიტერატურული კომპოზიციით: ,,ჩვენთან ასე კვდებიან პოეტები…“ წარდგა.
უშანგი ჩიქობავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტია. მან წარჩინებით დაამთავრა სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის საჯარო სკოლა. ბავშვობიდან გამოირჩეოდა პოეზიისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. 2022 წელს, უშანგი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ ორგანიზებული მხატვრული კითხვის კონკურსის გამარჯვებული გახდა.
წარმატებული სენაკელი ახალგაზრდა მუნიციპალური და უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების აქტიური და გამორჩეული მონაწილეა.
იგი, კომპოზიციის – ,,ჩვენთან ასე კვდებიან პოეტები…“ იდეის ავტორი თავადაა.
რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება ბექა ჯუმუტიას ეკუთვნის.
კომპოზიციაში გამოყენებულ იქნა ქართველი კლასიკოსებისა და თანამედროვე პოეტების ლექსები.
საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.