დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს – 102 წლის ვენერა სალაყაია-ბერაიას, 100 წლის ლენა მხეიძეს, 110 წლის ნათელა გოგიას და 102 წლის ბუჟღუ კანკიას ესტუმრნენ, დედის და ქალთა დღესასწაულები მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
,,დედა და ზოგადად, ქალი, სამყაროს სითბოთი და სინათლით ავსებს, იზიარებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე.
დედის და ქალთა დღეები მინდა მივულოცო ყველა ქალბატონს, განსაკუთრებული მოწიწებით კი – ჩვენს უხუცეს, ყველაზე მხცოვან ქალბატონებს.
მათ დღეგრძელობას ვუსურვებ” – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.