მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში, საღამო – ,,დედას, ქალს, გაზაფხულს…” გაიმართა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივითა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, პროექტის – ,,დედას, ქალს, გაზაფხულს…” ფარგლებში, გაიმართა საღამო – ლაშა ღლონტი ოჯახთან ერთად – ლაშა და ანი ღლონტების, თორნიკე მაისურაძის მონაწილეობით.
ცნობილი შემსრულებლები მსმენელის წინაშე ყველა თაობისთვის საყვარელი ქალაქური სიმღერებით წარდგნენ.
საღამოზე, რომელიც მსახიობ გიორგი ჭანტურიას მიჰყავდა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, დააჯილდოვეს სენაკის მუნიციპალიტეტში, სამ ათეულ წელზე მეტი ღვაწლის მქონე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები:
სამედიცინო სფეროდან:
სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი, ექიმ-პედიატრი, ლუარა დგებუაძე, რომლის სამედიცინო სფეროში მოღვაწეობა 54 წელს ითვლის;
ბავშვთა საავადმყოფოს ექიმები:
იამზე ხარებავა – 54 წლიანი გამოცდილებით;
დარეჯან კოკაია, რომლის მოღვაწეობა 43 წელს ითვლის;
ნინო მიქაძე – 38 წლიანი გამოცდილებით;
ნინო გეგენავა – 44 წლიანი გამოცდილებით;
ნანა ჭაავა – 30 წლიანი გამოცდილებით;
ბავშვთა საავადმყოფოს მედდები:
ნათელა ვეკუა – 53 წლიანი გამოცდილებით;
იზოლდა სორდია – 48 წლიანი გამოცდილებით;
მედიკო ჭანტურია, რომელიც სამედიცინო სფეროში 60 წელია მოღვაწეობს;
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის
ექიმი, ნატო ბარძემაშვილი, რომლის მოღვაწეობა 37 წელს ითვლის;
სენაკის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ექიმი, თამარ გეგენავა – 36 წლიანი გამოცდილებით;
მედდები –
ნაზიბროლა თულაძე – 47 წლიანი გამოცდილებით;
ლარისა სიგუა – 40 წლიანი გამოცდილებით;
სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის თანამშრომლები: ლამარა ბერაია, ბაბილო ჯიჯელავა, იზოლდა სიმონია, ლუბა ვართაგავა, რომლებიც ნახევარი საუკუნეა, ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე;
აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობი, გულნარა ლოხიშვილი, რომელმაც, რამდენიმე ათეული წლის მანძილზე, არაერთი დასამახსოვრებელი და სახასიათო როლი შექმნა;
შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელი – სოფიო ჯანაშია, რომელიც წლებია, პოლიციელის მუნდირს ატარებს და ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ზრუნავს.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2024
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content