ჩვენს ქალაქს, საქართველოს კიდევ ერთი ჩემპიონი ჰყავს, ამჯერად – კარატეში.
სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლემ, ანდრია გუგუნავამ, ჩემპიონატზე, სადაც ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის 410 სპორტსმენი მონაწილეობდა,14-15 წლიანთა ასაკობრივ კატეგორიაში, კარატეში, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მოპოვებულ გამარჯვებას გულითადად ვულოცავ ანდრია გუგუნავას და მწვრთნელს, ელგუჯა ჩემიას. მათ შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი