სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების N1, N2, N3, ნოქალაქევის საბავშვო ბაღების და N3 ბაგა-ბაღისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, შეძენილ იქნა ფორტეპიანოები, საერთო ღირებულებით – 9 750 ლარი.
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია და მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, პირველ საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ, სადაც სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორს, ალექსანდრე ჯანჯღავას, გაერთიანებისა და საბავშვო ბაღის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სკოლამდელი აღზრდის სექტორში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და საბავშვო ბაღებს მუსიკალური ინსტრუმენტები გადასცეს.