საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს, პრემიერით – ,,დაბადების დღე” დასრულდა.
რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატული თეატრის დასი, მაყურებლის წინაშე, ნინო სადღობელაშვილის პიესის – ,,დაბადების დღე“ მიხედვით დადგმული სპექტაკლით წარდგა.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია სოსო ნემსაძე.
სპექტაკლი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას უკანასკნელი დღეების ქრონიკას ასახავს.
პიესა ,,დაბადების დღე“, აფხაზეთის ომის მონაწილეთა, თვითმხილველთა, მებრძოლთა ახლობლების მონათხრობისა და ისტორიების საფუძველზეა აგებული.
პრემიერას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე, გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.