დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, სენაკის ღირსეული შვილის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს აღვნიშნავთ.
ჟიული შარტავა იყო საკუთარი თაობის საუკეთესო წარმომადგენელი. გმირის მიერ განვლილი ცხოვრების გზა, ბრძოლა ქართველთა და აფხაზთა ერთიანობისთვის და ბოლოს – მისი გმირული აღსასრული, სამშობლოსთვის თავდადების საუკეთესო მაგალითია ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის.
თითოეული სენაკელის სახელით, მინდა პატივისცემა და მოწიწება გამოვხატო ჩვენი ქვეყნის გამორჩეული გმირის წინაშე.
მისი ხსოვნის პატივისცემა გვავალებს, მაქსიმუმი ჩავდოთ ქართველთა და აფხაზთა შორის ნდობის ხიდის აღდგენის, ჩვენი საერთო სამშობლოს გამთლიანებისა და გაძლიერების საქმეში.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი