მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში პატივი მიაგეს ჟიული შარტავას ხსოვნას

დღეს, სენაკში, საქართველოს ეროვნული გმირის, პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, სენაკის ღირსეული შვილის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით, სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილის ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს: აფხაზეთის ატომონიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, რუსლან აბაშიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ, მინისტრის პირველმა მოადგილემ, გურამ მისაბიშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან უჩანეიშვილმა, მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
ჟიული შარტავას მუზეუმში გაიმართა ეროვნული გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო – ,,ჟიული შარტავა 80’’.
ღონისძიებაზე ისაუბრეს ჟიული შარტავას გმირობაზე, მისი ცხოვრებისა და თავდადების მნიშვნელობაზე.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში, ჟიული შარტავასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთში დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი, ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა, იოანე კუპრეიშვილმა აღავლინა.
გმირის სახელობის სენაკის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მხატვრულ კომპოზიციაში, გააცოცხლეს ჟიული შარტავას ცხოვრების გზა – ყრმობა, ოჯახი და გარემო, სადაც იგი ჩამოყალიბდა, მოღვაწეობის წლები, აფხაზეთში მისი გმირული აღსასრულის ამბავი.
საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას მიეძღვნა მიხეილ ქურდოვანიძის სახელობის საჭადრაკო კლუბში გამართული ღია საჭადრაკო ტურნირი.
აქტივობებს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ჟიული შარტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი, ქალაქ რუსთავის სახელმწიფო აკადემიური თეატრალური დასის სპექტაკლი – ,,დაბადების დღე” დაასრულებს.
ჟიული შარტავას დაბადებიდან 80 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გმირის მშობლიურ ქალაქში, კომპლექსური ღონისძიებები 5 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2024
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content