გაზაფხულთან ერთად მოდის სინაზის, სილამაზის, მშვენიერების შესანიშნავი დღესასწაულები – დედის და ქალთა დღეები.
დედა და ზოგადად, ქალი, სამყაროს სითბოთი და სინათლით ავსებს, იზიარებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე.
მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ძვირფასი დედები, ქალბატონები არიან წარმატებული პედაგოგები, სხვადასხვა სფეროს გამორჩეული სახეები.
ძვირფასო ქალბატონებო, სიყვარულით გილოცავთ ქალთა დღეს!
ეს დღე განსაკუთრებული მოწიწებით მინდა მივულოცო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების დედებს, მეუღლეებს, ჩვენს უხუცესებს, სენაკის საპატიო მოქალაქე ქალბატონებს, განათლების, კულტურის, მედიცინისა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მანდილოსნებს, ჩვენს ქალაქთან შესისხლხორცებულ დევნილ ქალბატონებს.
მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დღეგრძელობას, ქვეყნისთვის საამაყო შვილების აღზრდას გისურვებთ.
შვილებს კი გვქონოდეს უნარი იმისა, რომ ძვირფას დედებს, ქალბატონებს, სითბო და სიყვარული არ მოვაკლოთ.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი