ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის „მერების ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, რამაზ კუპრეიშვილთან, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსთან, მერაბ ჯანაშიასთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – M4EG პროექტის მენეჯერს, თინათინ ტყეშელაშვილს შეხვდა.
მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) არის ევროკავშირის M4EG ინიციატივის ნაწილი, რომელიც 2017 წელს დაიწყო. 2021 წლიდან მას ახორციელებს UNDP, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ეკონომიკური ზრდის და მდგრადი განვითარების ახალი გზების შესასწავლად, M4EG წევრებს სთავაზობს რესურსებს და სწავლის შესაძლებლობებს, რათა მუნიციპალიტეტები და ქალაქები უფრო მიმზიდველი გახდეს საცხოვრებლად და ინვესტიციების მოსაზიდად.
ინიციატივა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ:
საქართველოში მუნიციპალიტეტებს დაეხმაროს მუნიციპალური ინვესტიციების/დაფინანსების ეფექტურად მოზიდვისთვის საჭირო ცოდნის შეძენაში, ეფექტური საინვესტიციო კატალოგის მომზადებაში სხვადასხვა ფორმატის ფორუმებზე წარსადგენად;
საინვესტიციო კატალოგი თავს მოუყრის, როგორც საინვესტიციო, ისე ინტეგრირებულ საპროექტო იდეებს, რომელიც მუნიციპალიტეტს მისცემს შესაძლებლობას მოიზიდოს როგორც კერძო, ისე საჯარო დაფინანსება;
მუნიციპალიტეტს ექნება საინვესტიციო კატალოგი და საპრეზენტაციო სლაიდები, რომელსაც გამოიყენებს სხვადასხვა დონორებისა და ინვესტორების დასაინტერესებლად;
საინვესტიციო პროფილების მომზადება ეხმიანება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტებს და განსაზღვრულია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში.