,,გაიგე, რა გაკეთდა შენს ქალაქში“ – ფარგლებში, მორიგი საგზაო ინტრასტრუქტურული პროექტების შესახებ:
2023 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატა – მენჯის და თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი (რეკა-ბათარია) გზა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, მენჯის და თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელ (რეკა-ბათარია) გზაზე, წლების შემდეგ, პირველად მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა.
პროექტის ღირებულებამ 541 652 ლარი შეადგინა.