მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

მერიაში ძალადობის აღკვეთის და დახმარების კომისიის სხდომა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სხდომის მონაწილეები გაეცნენ კომისიის მიერ სამოქალაქო ინიციატივის – ,,დაარღვიე სიჩუმე – შეაჩერე ძალადობა“ ფარგლებში მიმდინარე პროექტებს:
ამ ეტაპზე, შესაბამისი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, პროექტის – ,,არტ-თერაპია“ ფარგლებში, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფსიქოლოგი, ნიკა ქეცბაია ჯგუფურ შეხვედრებს მართავს;
უწყებათაშორისი კომისიის მეორე ინიციატივა, რომლის მხარდამჭერიც ქალთა ფონდი ,,სოხუმია”, სენაკის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის გაცნობას მოიცავს. ინიციატივის ფარგლებში, შეიქმნა ბროშურა და საინფორმაციო შეხვედრები ადმინისტრაციულ ერთეულებში, დღეს დაიწყო.
უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ნატალია ხუბუა; ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, რამაზ კუპრეიშვილი; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფაროსი, გივი მისაბიშვილი; ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მერაბ ჯანაშია; სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, დარეჯან ზარანდია; ქალთა ფონდ „სოხუმის“ პროექტების კოორდინატორი, თეა გოლეთიანი; ფონდის მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფის წევრი, ემა კამკია; ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, მზია ბიგვავა; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, თეა გრიგოლია; ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფსიქოლოგი, ნიკა ქეცბაია; სოციალური მუშაკი – ია კიკაბიძე; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების სპეციალისტები – თათია კანკია და ირმა ალასანია.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2024
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content