,,გაიგე, რა გაკეთდა შენს ქალაქში“ – ფარგლებში, 2023 წელს, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული პროექტების შესახებ:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გახომელაში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. პროექტის ღირებულებამ 599 743 ლარი შეადგინა.
2023 წელს, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე განხორციელდა:
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ნოქალაქევის საბავშვო ბაღში ჭაბურღილი მოეწყო, რითაც წლების მანძილზე არსებული მწვავე პრობლემა მოგვარდა. პროექტის ღირებულებამ 10 054 ლარი შეადგინა.
სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ გახომელას ლეგაგუეს უბანში, აღდგენილ იქნა სტიქიის შედეგად დაზინებული რკინა-ბეტონის ხიდი, ღირებულებით – 71 642 ლარი; მდინარე ტეხურას მარჯვენა სანაპიროზე – შლუზი, ღირებულებით – 43 935 ლარი.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023-ის“ ფარგლებში, სოფელ გახომელაში მოეწყო გარე განათების სისტემა, ღირებულებით – 4 000 ლარი; ჯიხას უბანში – კეთილმოეწყო რეკრეაციული სივრცე, ღირებულებით – 46 000 ლარი; ასევე მოეწყო კიუვეტი – 10 000 ლარი.