გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, სავარაუდო ღირებულებით – 6 მილიონ 901 099 ლარის ელექტრონული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ. გვერდზე უკვე გამოქვეყნდა, რომლის დასრულების შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დავიწყებთ შემდეგ ლოკაციებზე:
ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით – 2 387 724 ლარი;
ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში – ე.წ ,,მეგობრობის” ქუჩის რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით -1 225 057 ლარი;
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საჯაკობიოს უბანში, გზის რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით – 423 989 ლარი;
ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კვაუთში – გზის რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით – 1 379 038 ლარი;
ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ჯოლევის უბანში, ბეტონის საფარის მოწყობა – სავარაუდო ღირებულებით – 118 636 ლარი;
მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სკურიას უბანში, გზის რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით -181 314 ლარი;
ეკის ადმინისტრაციული ერთეულის საკუჭავოს უბანში, გზის რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით – 53 100 ლარი;
ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჟვანიო-ისულას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით – 446 964 ლარი;
ზემო ნოქალაქევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – სავარაუდო ღირებულებით – 560 314 ლარი;
ჯიხას ქუჩის ბოლოში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით – 124 963 ლარი;
პროექტები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდება.
სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში არსებული კონტრაქტები კი ასე ნაწილდება:
ქალაქ სენაკში, სტალინის ქუჩის მეორე შესახვევის ასფალტირება, ღირებულებით – 341 658 ლარი;
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ჭალეს უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 534 459 ლარი;
ეკი-უშაფათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 474 722 ლარი, ტენდერში – ს.ს. ,,არქოპოლისმა“ გაიმარჯვა და პროექტების განხორციელებას, ღირებულებით – 1 350 840 ლარი, უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
პროექტებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განვახორციელებთ.
საკალანდარიშვილოს სასაფლაოზე საყრდენი კედლისა და გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 74 142 ლარი;
გეგელიას ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა, ღირებულებით – 11052 ლარი;
ჭალადიდელის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა, ღირებულებით – 106 622 ლარი;
ჯიხას ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა, ღირულებით – 11 328 ლარი;
თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა, ღირებულებით – 31 651 ლარი, ტენდერში გამარჯვებულია შპს ,,მშენებელი“, რომელიც პროექტის შესრულებას 2024 წლის ივნისის ბოლომდე დაასრულებს.
პროექტებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განვახორციელებთ.
ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმის შენობის სახურავის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა, ღირებულებით – 39 901 ლარი;
აკაკი ელიავასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული კორპუსის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 137 868 ლარი, ტენდერში გამარჯვებულია შპს ,,აფო“ და უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
პროექტებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განვახორციელებთ.