სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მიმდებარედ, საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დიდ ეკრანზე ჩვენება მოეწყო.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან და სენაკელ ქომაგებთან ერთად გულშემატკივრობდა.
ჩვენს საამაყო ნაკრებს, საქართველოს, ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას.