მართლმადიდებლური ეკლესია დღეს სებასტიის ტბაში წამებული ორმოცი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ნოქალაქევში, ციხე-გოჯის ტერიტორიაზე, მეექვსე საუკუნით დათარიღებულ ეკლესიაში, რომელიც ქრისტიანობას შეწირული ორმოცი კაბადოკიელი მეომრის სახელზეა აგებული, ლიტურგია აღევლინა.
სადღესასწაულო მსახურებას მრევლთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია და თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია დაესწრნენ.
კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის, ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის სრული რეაბილიტაციის უნიკალური პროექტის ფარგლებში, ტაძარი სრულად გადაიხურა ავთენტური ფორმის კრამიტით, რომლის დიზაინის დადგენაც არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილი უძველესი კრამიტის შედეგად გახდა შესაძლებელი.
ასევე განხორციელდა ორმოცმოწამეთა ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაცია.
უძველესი ციხე-გოჯიდან გილოცავთ ორმოცმოცამეთობას!