დღეს, გამოჩენილი ქართველი ებრაელი მწერლის, პოეტის, მთარგმნელის და პუბლიცისტის, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის, საქართველოს მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირების წევრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის სახელობისა და ივანე მაჩაბლის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, სენაკის საამაყო შვილის – ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 80 წელი გავიდა.
ჯემალ აჯიაშვილმა ებრაელთა დიდ პოეზიას ქართულ ენაზე ძეგლი დაუდგა.
მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო ქართველი და ებრაელი ერის ურყევი მეგობრობისადმი მიძღვნილი ქართულ ენაზე აღვლენილი სიყვარულის უკვდავი საგალობელი.
ქართველი ებრაელი მწერლის დაბადებიდან 80 წლისთავს, მისმა მშობლიურმა ქალაქმა, ღონისძიებების კვირეული მიუძღვნა, რომელიც ხვალ, 16:30 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მწერლის ცხოვრებისა და მოძღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამოთი დასრულდება.
ჯემალ აჯიაშვილის ცხოვრება არის გზა, რომელიც სიკვდილის შემდეგაც არ თავდება და ახალ სიცოცხლეს იძენს…
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი