მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში, 27 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა გაიმართება

ჩვენი ქალაქის თეატრალური ცხოვრების ისტორიაში, წელს, პირველად, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით, 27 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, ჩვენს ქალაქში, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა გაიმართება.
27 მარტს, 14:00 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა, საზეიმოდ გაიხსნება.
28 მარტი. 13:00 საათი – სპექტაკლი ,,წუნა და წრუწუნა“ – პირველი საჯარო სკოლის ნორჩ თეატრალთა დასი;
19:00 საათი – ,,ჩხიკვთა ქორწილი“ – წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის თეატრალთა დასი;
29 მარტი. 13:00 საათი – ,,სალამურას თავგადასავალი“ – გეჯეთის საჯარო სკოლის თეატრალური დასი;
18:00 საათი – ,,ბუნების მგოსნები“ – მეშვიდე საჯარო სკოლის ნორჩ თეატრალთა დასი;
30 მარტი. 13:00 საათი – ,,სათაგური“ – ახალსოფლის საჯარო სკოლის თეატრალთა დასი;
18:00 საათი – ,,ბოშები“ – პირველი საჯარო სკოლის თეატრალთა დასი;
31 მარტი. 13:00 საათი – ,,მოყვარეს პირში უძრახე…“ – თეკლათის საჯარო სკოლის თეატრალთა დასი;
18:00 საათი – ,,სტუმარ-მასპინძელი“ – პირველი საჯარო სკოლის თეატრალთა დასი;
1 აპრილი. 13:00 საათი – ,,სისატურა“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თეატრალური დასი;
15:00 საათი – ,,გემი მალე მიადგება ნაპირს…“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თეატრალური დასი;
19:00 საათი – ,,მე ვხედავ მზეს“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ამაღლების საჯარო სკოლის თეატრალთა დასი;
2 აპრილი. 13:00 საათი – ,,ნატვრის ხე“ – პირველი საჯარო სკოლის თეატრალთა დასი;
18:00 საათი – ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თეატრალური დასი;
2 აპრილი – ახალგაზრდა თეატრალთა დაჯილდოვების ცერემონიალი, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადის საზეიმო დახურვა.
სენაკის სასკოლო თეატრალური ოლიმპიადის სამხატვრო ხელმძღვანელი – ვახტანგ ნიკოლავა;
დირექტორი -ირაკლი ადამია;
ოლიმპიადის მენეჯერი – ლალი გაბელაია;
დასწრება თავისუფალია!

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2024
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content