დღეს, დიდი ქართველი ენათმეცნიერის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, რუსთველოლოგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებლის, საზოგადო მოღვაწის, სენაკის საამაყო შვილის არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 126 წელი გავიდა.
მსოფლიო დონის მეცნიერი 1898 წელს, ძველ სენაკში, საჩიქობავოს უბანში დაიბადა.
იგი იყო ბერლინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ფილოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლომონოსოვის პრემიის ლაურეატი.
საჩიქობავოს უბანში, არნოლდ ჩიქობავას სახლ-მუზეუმი, დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანია.
დიდი ქართველი ენათმეცნიერის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელ გზაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო და ამით, ათწლეულების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ასევე გეგმავს არნოლდ ჩიქობავას სახლ-მუზეუმისთვის ოდის შეძენას, სადაც ახალი სამუზეუმო სივრცე განთავსდება.
#არნოლდჩიქობავა #სახლმუზეუმი
#სენაკისმუნიციპალიტეტი #სენაკისმუნიციპალიტეტისმერია