მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის მერი სპორტულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის გახომელას უბანში მიმდინარე მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
,,სპორტი და ახალგაზრდული პოლიტიკა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა ჩემი საქმიანობის და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს, რომ ჯანსაღი ცხოვრებით და სპორტით დაკავდნენ. მათ შორის, ბევრი იქნება ისეთიც, ვინც პროფესიულ სპორტში შეძლებს წარმატებების მიღწევას“ – აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.
ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, მინი სპორტული მოედნები, თეკლათში – გოლასკურის უბანსა და ნოქალაქევში – გახომელას უბანში ეწყობა.
დამონტაჟდება ხელოვნურსაფარიანი მოედნები, კალათბურთის ფარები, გარე განათების სისტემა, შემოღობვის კონსტრუქციები და სხვა;
მიმდინარე სამუშაოებს, საერთო ღირებულებით – 215 512 ლარი, შპს ,,მენათი“ ასრულებს.
თეკლათსა და ნოქალაქევს, განახლებული, კეთილმოწყობილი მინი სპორტული მოედნები, მიმდინარე წლის ივნისის თვის ბოლოს შეემატება.
სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე.
2023 წელს, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, 3 მინი სპორტული მოედანი მოაწყო – ვაჩნაძის ქუჩაზე , ყოფილი მე-8 სკოლის მიმდებარედ და მშვიდობის ქუჩაზე, ახალრეაბილიტირებული მეოთხე საბავშვო ბაღის მიმდებარედ; ტრენაჟორები დამონტაჟდა ჭავჭავაძის ქუჩაზე.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2024
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content