მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში სოლიდარობის ცენტრის გენდერული ფორუმი გაიმართა

საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის სენაკის ორგანიზაციის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სოლიდარობის ცენტრის გენდერული ფორუმის ტრენინგი -„გენდერული თანასწორობა შრომით ურთიერთობებში“ გაიმართა.
პლენალური სესიის ფორმატში, ტრენინგის მონაწილეებს, სოლიდარობის ცენტრის პროგრამის ოფიცერმა, ნათია გველესიანმა, დეტალურად გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა, სექსიზმი და მისი გამოვლენის ფორმები წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში, ასევე, ძალადობისა და ფემიციდის ფაქტები, გენდერული თანასწორობის ჭრილში – სახალხო დამცველის, შრომის ინსპექციისა და სასამართლოს პრაქტიკა.
მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია გენდერის სოციალურ და კულტურულ კონსტრუქციებზე, სტრეოტიპებზე, დისკრიმინაციის პრევენციასა და რეაგირების მექანიზმებზე, გენდერული თანასწორობის მიღწევის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
სოლიდარობის ცენტრის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერმა, ია ყაყიჩაშვილმა ისაუბრა გენდერულ სახელფასო სხვაობასა და მინიმალურ ხელფასზე.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ინგა ქარდავამ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, მანანა გვიჩიამ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, რამაზ კუპრეიშვილმა, საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვერა კალანდარიშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების და საკრებულოს აპარატის წარმომადგენლებმა.
სოლიდარობის ცენტრის გენდერული ფორუმის – „გენდერული თანასწორობა შრომით ურთიერთობებში“ დასასრულს, მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2024
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content