30 მარტი ექიმთა საერთაშორისო დღეა – გამორჩეულად საპატიო, რთული და პატივსაცემი სფეროს წარმომადგენლების პროფესიული დღესასწაული, რომლებიც ყველაზე ძვირფასს – ადამიანის სიცოცხლეს იცავენ.
ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოღვაწე მედიცინის ყველა მუშაკს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს.
გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.
მადლობა, გულისხმიერებისთვის, ზრუნვისა და თავდადებისთვის!
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი