მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა 2024

სენაკის მუნიციპალიტეტის თეატრალური ცხოვრების ისტორიაში, პირველად, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა, სიმბოლურად, თეატრის საერთაშორისო დღეს, 27 მარტს, საზეიმოდ გაიხსნა.
ოლიმპიადის საზეიმო გახსნას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, თეატრალური, საგანმანათლებლო სფეროების და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ოლიმპიადის საზეიმო გახსნას თეატრალები – აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობები: თამარ აბშილავა-კობახიძე და ლადო კოკაია უძღვებოდნენ.
მაყურებელთა წინაშე წარდგნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების შემოქმედებითი ჯგუფები – ნათია შურღულაიას, ლალი გოგიას, გოჩა ჯგერენაიას, სალომე ბერიშვილის ხელმძღვანელობით; ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სენაკის სალოტბარო სკოლა, ლოტბარი – დიმიტრი კაკულია; შემსრულებლები – სალომე ბერიშვილი და გიორგი ცისკაძე; ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მეგა“.
დიმიტრი ჯაიანის სახელობის კულტურის ცენტრის თეატრალური ხელოვნების სკოლა-სტუდიის ახალგაზრდა თეატრალებმა, მუსიკალურ-კოსტიუმირებული ზღაპრიდან – ,,ჩიპოლინოს თავგადასავალი”, სახალისო ნომრები შეასრულეს.
ოლიმპიადის საზეიმო გახსნა აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის თეატრალური დრამატული ხელოვნების სკოლა-სტუდიის ერთობლივი პროექტით, სპექტაკლით – ,, HELLADOS – გაკვეთილი“ დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ასევე მიიღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა.
თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობას ღებულობს 13 სკოლა და 200-მდე მოსწავლე – სენაკის მუნიციპალიტეტის პირველი, მეშვიდე, გეჯეთის, ახალსოფლის, თეკლათის საჯარო სკოლების, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის, ზუგდიდის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ თეატრალური დასები.
ისინი მაყურებლისთვის, ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ 15 სპექტაკლს აჩვენებენ, სადაც დასწრება თავისუფალია.
თეატრალური ფესტივალი 2 აპრილს, საზეიმოდ დაიხურება.
სასკოლო ოლიმპიადის დაარსებისა და ჩატარების მთავარი მიზანი კულტურის, განათლებისა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, თეატრალურ ცხოვრებაში მეტი მოზარდის ჩართვა და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაა.
სასკოლო ჯგუფებს გადაეცემათ დიპლომები.
გამოვლინდება გრან-პრის მფლობელი სპექტაკლი, ასევე – ნომინანტები, რომლებიც დიპლომებით და სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდებიან.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2024
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content