გილოცავთ!
სენაკის სპორტის ისტორიაში, პირველად, მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდი ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დღეს, ქალაქ თბილისში გამართული ეროვნული ჩემპიონატის საპლეიოფო დაპირისპირება ,,ოვერტაიმთან”, სენაკელი კალათბურთელების დამაჯერელი გამარჯვებით, ანგარიშით – 81:67 დასრულდა.
ნახევარფინალში კი – მათი მეტოქე, ზაზა ფაჩულიას აკადემია იქნება.
წარმატებები, სენაკელ კალათბურთელებს და გუნდის მთავარ მწვრთნელს, შოთა კუჭავას!