ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დღეს, სენაკში, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საზეიმო და გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, ჩატარდა აქტივობა: ,,ბავშვები – ბავშვებისთვის”.
აქტივობის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, ვეფხვია ვეფხვაძემ, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის დევნილ მოსწავლეებს და რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
გაიმართა კონცერტი – სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით, მოეწყო შემეცნებითი სივრცეები, გასართობი ატრაქციები.
დღე, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით დაგეგმილმა ღონისძიებებმა დაასრულა.
მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ცენტრის საესტრადო სიმღერების შემსწავლელი ჯგუფის მოსწავლეებმა შოუ-კონცერტი გამართეს.
პატარების განწყობაზე გასართობი ცენტრის – ,,ბიგ დეი” მხიარულმა ანიმატორებნა იზრუნეს,
ცენტრის ორგანიზებით, ასევე მოეწყო საპნის ბუშტების შოუ და ფოტოზონები.
ღონისძიებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი დაესწრნენ.