სენაკში, ნაფეტვარიძის ქუჩაზე მდებარე ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის, სახურავის და ეზოს კეთილმოწყობის პროექტი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, აივნები, შიდა კიბეები, ასევე სრულად გამოიცვლება კარ-ფანჯარა, კეთილმოეწყობა საცხოვრებელი კორპუსების ფასადები და ეზოები.
პროექტი, აღნიშნულ ლოკაციაზე, ათეული წლების შემდეგ, პირველად, მიმდინარე წელს ხორციელდება და მისი ღირებულება 397 173 ლარს შეადგენს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
პარალელურად, მიმდინარეობს აკაკი ელიავასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით – 137 868 ლარი;
ასევე – ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმის შენობის სახურავის რეაბილიტაციის და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, ღირებულებით – 39 902 ლარი.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციის, ეზოების კეთილმოწყობის მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა შემდეგ ლოკაციებზე:
ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში;
ქალაქში, გოგოლაძის მოედნის მიმდებარედ;
ცაგარელის N27-ში;
შოთა რუსთაველის N72-ში;
ჭავჭავაძის N41-სა და N43-ში;
მშვიდობის N214-ში;
სტალინის ქუჩაზე;
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – ორი მრავალბინიანი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
მექანიკურ დასახლებაში არსებული და მშვიდობის N111-ში მდებარე კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია;
სრულად განახლდა ქარის შედეგად დაზიანებული კორპუსების სახურავები.