სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, რწმუნებულის პირველი მოადგილე, ნინო ვიბლიანი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, დღეს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, დეტალურად ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ გამოწვევებზე, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაზე, მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილ პროექტებზე.
სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი პრობლემების შესწავლა და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღებაა.