მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალური აიპების წარმომადგენლებს შეხვდა

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, რწმუნებულის პირველი მოადგილე, ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია და მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგნელებს შეხვდნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა, დეტალური ინფორმაცია მიიღო სკოლამდელი აღზრდისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებზე.
ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, სკოლამდელი სააღმზრდელო სექტორის განვითარების მიმართულებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა №1 ბაგა-ბაღს. პროექტის ფარგლებში განახლდა გარე ფასადი, კეთილმოეწყო საკონცერტო დარბაზი, სააღმზრდელო, სასაწყობე ოთახები, სველი წერტილები; გამოიცვლა ფანჯრები, ჩატარდა გადახურვის სამუშაოები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად ჩაუტარდა ბაგა-ბაღის მარჯვენა ფლიგელის მეორე სართულს, სადაც განთავსდა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ადმინისტრაცია.
ამ ეტაპზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, აკაკი ელიავას ქუჩაზე მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი სააღმზრდელო დაწესებულების, 100 აღსაზრდელზე გათვლილი №3 ბაგა-ბაღის მშენებლობის მასშტაბური პროექტი; შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
ასევე შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი საბავშვო ბაღი – ლეძაძამეს, ძველი სენაკისა და ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულებში.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები აღსაზრდელთა განვითარებისათვის საუკეთესო პირობების შექმნას ემსახურება, რაც ხელისუფლების საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივნისი 2024
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Skip to content