მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკს განახლებული სპორტული მოედანი შეემატა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე, ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მინი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულებულია.
პროექტი, ღირებულებით – 497 777 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.
პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ხელოვნურსაფარიანი მოედანი, კალათბურთის ფარები, გარე განათების სისტემა, შემოღობვის კონსტრუქციები და სხვა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერის პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან ერთად, შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტს, კიდევ ორი განახლებული, კეთილმოწყობილი მინი სპორტული მოედანი შეემატა – თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოლასკურში და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის გახომელას უბანში.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, 3 მინი სპორტული მოედანი მოაწყო – ვაჩნაძის ქუჩაზე, ყოფილი მე-8 სკოლის მიმდებარედ და მშვიდობის ქუჩაზე, ახალრეაბილიტირებული მეოთხე საბავშვო ბაღის მიმდებარედ; ასევე, ტრენაჟორები დამონტაჟდა ჭავჭავაძის ქუჩაზე.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივნისი 2024
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Skip to content