მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში ,,ვეფხისტყაოსნის” დღე აღინიშნა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის და სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების სენაკის ორგანიზაციის მიერ, ,,ვეფხისტყაოსნის” დღე, ტრადიციულად, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.
ამფითეატრის სცენაზე გაიმართა ,,ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის მარათონი, რომელსაც დამსახურებული პედაგოგი, ნანა თავართქილაძე უძღვებოდა.
საჯარო კითხვის მარათონში, სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან და პედაგოგებთან, შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ბაზის სტუდენტებთან და მოხალისეებთან, სკოლამდელი აღზრდის სფეროს წარმომადგენელებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა და საკრებულოს წევრი, მესამე საჯარო სკოლის დირექტორი, მარინე ნანეიშვილი ჩაერთვნენ.
აქვე გამოიფინა სხვადასხვა წლებში გამოცემული ,,ვეფხისტყაოსანი”. ,,ვეფხისტყაოსნის’’ თემატიკაზე,
ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, ილუსტრაციები შექმნეს.
აქტივობების ფარგლებში, ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში, კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, ფულად ჯილდოებს გადასცემს კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს: პირველ საპრიზო ადგილზე გასულ მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს, ეთერ ეჯიბიას; მეორე ადგილის მფლობელს, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეს, ანრი ღვინჯილიას და მესამე ადგილის მფლობელს, მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეს, გიორგი კანკიას.
,,ვეფხისტყაოსნის” საკოლექციო გამოცემით დაჯილდოვდა კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილე, მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე, გაბრიელ ადამია.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივნისი 2024
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Skip to content