სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორში, სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა და პედაგოგთა ჩართულობით, ტრადიციული აქტივობა – ,,გვიხმობს სკოლა…“ მიმდინარეობს.
აქტივობის ფარგლებში, გაერთიანების საბავშვო და ბაგა-ბაღების სასკოლო ასაკის 337-მა აღსაზრდელმა, მუნიციპალიტეტის მერიისგან და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებისგან, საჩუქრად, სასკოლო ნივთები მიიღო.
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან, ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, სამახსოვრო ალბომები და სიმბოლური საჩუქრები მეექვსე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს გადასცეს და სასკოლო ცხოვრების ეტაპზე, წარმატებები უსურვეს.
მუნიციპალიტეტის მერმა, სკოლამდელი აღზრდის სექტორის ყველა თანამშრომელს, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი სააღმზრდელო წლისთვის, მადლობა გადაუხადა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან და მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან ერთად, N6 ბაგა-ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელს, კონკურსის – ,,მწვანე ჯილდოს” ფინალისტს, თამარ ქანთარიას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება მიულოცა.
თამარ ქანთარიას ნამუშევარი, 27 ქვეყნის 265 კონკურსანტს შორის, საერთაშორისო კონკურსის ,,ENO art“-ის ფარგლებში გამართული პროექტის – ,,ყვავილების საიდუმლო ბაღი“, ერთ-ერთი გამარჯვებულია.
ცნობისთვის, 2022 წელს, N6 ბაგა-ბაღის აღმზრდელ-მასწავლებლის ნამუშევარმა – ,,თევზი ლოლა”, საერთაშორისო კონკურსის ,,ENO art“ მესამე ადგილი მოიპოვა.