მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

შეხვედრა სენაკელ მოჭადრაკესთან, გიორგი ჭანტურიასთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, წარმატებულ სენაკელ მოჭადრაკეს, სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლეს, გიორგი ჭანტურიას და მწვრთნელ-მასწავლებელს, მერაბ ჯღამაძეს შეხვდნენ, მოჭადრაკეს მოპოვებული გამარჯვებები მიულოცეს და ევროპის ჩემპიონატზე, წარმატებები უსურვეს.
ჩვენი ქალაქის სპორტის ისტორიაში, გიორგი ჭანტურია, 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის, საქართველოს პირველი ჩემპიონია, რომელსაც ასევე მინიჭებული აქვს ჭადრაკში სპორტის ოსტატობის კანდიდატის წოდება.
გიორგიმ, მიმდინარე წლის მაისის თვეში, ქალაქ ბათუმში გამართულ საქართველოს 33-ე ჩემპიონატზე ჭადრაკში, 16 წლამდე ჭაბუკებს შორის, მესამე ადგილი მოიპოვა.
წარმატებული სენაკელი მოჭადრაკე, აგვისტოს თვეში, მიემგზავრება ჩეხეთში, ევროპის ჩემპიონატზე.
2 ათეული წლის შემდეგ, ჩვენი ქალაქიდან, ამ ასაკობრივ კატეგორიაში, ისტორია ისევ მეორდება.
ევროპის ჩემპიონატამდე კი, გიორგი ჭანტურია, ორ საერთაშორისო ტურნირში – ბათუმსა და ფოთში მიიღებს მონაწილეობას.
წარმატებები, გიორგის და მწვრთნელ-მასწავლებლებს: მერაბ ჯღამაძეს და ჯამბულ მახარაძეს.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივნისი 2024
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Skip to content