დღეს, საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ცენტრალური სტადიონის ახლადრეაბილიტირებულ სათადარიგო მოედანზე, ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა.
თამაშში 5 გუნდი მონაწილეობდა.
ფეინთბოლის სენაკის ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელი გუნდი ,,ქოლორბლაინდი” გახდა, მეორე ადგილზე კი – გუნდი ,,გეტო” გავიდა
ჩემპიონატს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, კულტურის და ახალგაზრდობის მიმართულებით – მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტი, გვანცა მალანია დაესწრნენ.