სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში, ჯგუფ ,,ურსას” და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ქართული ხალხური ცეკვების მუნიციპალური ანსამბლის კონცერტი გაიმართა.
შოუ კონცერტს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, საკრებულოს წევრი, მარინე ნანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, ქორეოგრაფიული სექტორის წარმომადგენლებთან და გულშემატკივრებთან ერთად დაესწრნენ.
მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ქართული ხალხური ცეკვების მუნიციპალური ანსამბლი, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას უშუალო ჩართულობითა და მერიის ინიციატივით, სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის” ბაზაზე შეიქმნა.
ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხი” 1984 წელს ჩამოყალიბდა.
დღიდან დაარსებისა, ანსამბლი აქტიურად ჩაება ქართული ხალხური ცეკვების პოპულარიზაციის საქმეში – კონცერტებით მოიარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, მონაწილეობდა ფესტივალებსა და კონკურსებში, არის კონკურსების გამარჯვებული და არაერთგზის ლაურეატი. ანსამბლს სათავეში უდგას ჩვენს მუნიციპალიტეტში მოღვაწე ქორეოგრაფი, გიორგი კორშია.
ერთ-ერთმა წარმატებულმა და ცნობილმა ჯგუფმა „ურსამ”- გიორგი ძოწენიძის, შოთიკო ქვარცხავას, გიორგი გრიგალაშვილის, კობა შენგელიას და ლევან ფერაძის შემადგენლობით, თავისი რეპეტრუარიდან, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სიმღერები შეასრულა.
სიმბოლურია, რომ 26 ივნისის ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ქალაქში სადღესასწაულო მუხტი და განწყობა გრძელდება.