#16წელი – 2008 წლის #აგვისტოს_ომიდან…
ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე.
#ეს_დღე_გვახსენებს გიორგი ანწუხელიძის, შინდისის გმირების, თემურ ბოკუჩავას, ლევან თეფანიას, ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირის გმირობას, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
#ეს_დღე_გვახსენებს რუსულ აგრესიასა და ოკუპაციას, რომელმაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით ადამიანი დევნილად აქცია.
რუსეთის აგრესია, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მძიმედ, სწორედ #სენაკმა იწვნია.
სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზის და ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ მებრძოლები და სამი მშვიდობიანი მოქალაქე: მეირა ინჯგია, ჯონი და როლანდ ქარდავები.
მნიშვნელოვნად დაზიანდა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა
2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან, გმირულად დაეცა კაპრალი #თემურ_ბოკუჩავა
კაპრალი #ლევან_თეფანია 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალის მისადგომებთან, სოფელ ხეთაგუროვაში დაიღუპა.
#ქედს_ვიხრით სამშობლოსათვის დაღუპული #ჩვენი_დროის_ გმირების_წინაშე. მათი თავდადების მაგალითზე თაობები აღიზრდებიან!