დღეს, მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალის, ლევან თეფანიას დაღუპვიდან მე-16 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ და მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სენაკელი ჯარისკაცის ხსოვნას და საფლავი ყვავილებით შეამკეს.
სენაკელი ლევან თეფანია, 27 წლის ასაკში, 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალის მისადგომებთან, სოფელ ხეთაგუროვაში დაიღუპა.
.