დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ხახუბია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია და მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდს და მათ მწვრთნელს, შოთა კუჭავას შეხვდნენ და მოპოვებული გამარჯვება მიულოცეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, კალათბურთელთა გუნდმა, თავისი არსებობისა და სენაკის სპორტის ისტორიაში, საერთაშორისო ტურნირზე პირველად იასპარეზა, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში, ყველა სატურნირო შეხვედრა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა და ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ხახუბიამ, კალათბურთელებსა და მათ მწვრთნელს, ფულადი ჯილდო გადასცა.