მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

საქართველომ ოლიმპიადაზე მესამე ოქროს მედალი მოიპოვა

#გილოცავთ! დღეს ისტორიული დღეა – საქართველომ ოლიმპიადაზე მესამე ოქროს მედალი მოიპოვა
ქართველი ძალოსანი, ჩვენი ქვეყნის სიამაყე, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი, ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქე, ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური ჩემპიონი მესამედ გახდა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა ტალახაძე პირველი სპორტსმენია, ვინც ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო, მსოფლიოს ისტორიაში კი – მეხუთე ძალოსანი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა, ის ასევე მსოფლიოში პირველი ძალოსანია, რომელმაც მძიმე წონაში ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო.
დღეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა, პარიზის ოლიმპიადაზე, ოქროს მედალი მოიპოვა.
გენო პეტრიაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე ქართველი სპორტსმენია, რომელმაც სამივე სინჯის მედლის მოპოვება შეძლო.
მოჭიდავე, ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.
#მადლობა, ღირსეული გამარჯვებისა და დაუვიწყარი ემოციებისთვის!
#ფოტორეპორტაჟი საჯარო ჩვენებიდან, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის შვილებთან და გულშემატკივრებთან ერთად დაესწრნენ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აგვისტო 2024
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
Skip to content