საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ხახუბია, სენაკის მუნიპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის სამშობიარო სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, სამშობიარო სახლის დირექტორს, კესო ვახანიას და კლინიკის ექიმებს შეხვდნენ.
სენაკის სამშობიარო სახლმა ფუნქციონირება 2017 წელს შეწყვიტა და მხოლოდ ლაბორატორიულ და საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობდა მოსახლეობას.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშობიარო სახლის სრული რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგ, იგი მრავალპროფილურ სერვისებს შესთავაზებს ჩვენს მოსახლეობას.
ამ მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
ღირებულება 579 940 ლარს შეადგენს.
პროექტის დასრულება ოქტომბრის თვეში იგეგმება.