12 აგვისტოს, ახალგაზრდული დღეების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, სპორტული აქტივობები ჩატარდა.
სენაკის სპორტის სასახლემ 3X3-ზე კალათბურთის ტურნირს უმასპინძლა.
შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, ამ დღისადმი მიძღვნილი თასი გაითამაშეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, გივი მისაბიშვილმა, გამარჯვებულები და პრიზიორები, თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
ახალგზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები, საცხენოსნო ტურნირით დასრულდა.
ქალაქის იპოდრომზე, სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გუნდების მონაწილეობით, გაიმართა საცხენოსნო შეჯიბრი – არამატერიალური, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესულ სახეობებში – ისინდსა და ცხენბურთში.
მარულას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
12 აგვისტოს დაგეგმილი კულტურული და გასართობი აქტივობები, ქალაქში დატრიალებული ტრაგედიის გამო, გადაიდო.