მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სტიქიის საპრევენციო სამუშაოები სენაკში

#სტიქიის_საპრევენციო_ღონისძიებების ფარგლებში, #სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საჯაკობიოს უბანში, სტიქიისგან დაზიანებული დამცავი ჯებირი #ეწყობა.
პროექტის ღირებულება 53 726 ლარს შეადგენს.
ქალაქად, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, #მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით – 58 302 ლარი.
აღნიშნულ ლოკაციებზე მიმდინარე სამუშაოებს, სენაკის მუნიპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა.
#სტიქიის_საპრევენციო_სამუშაოები #დასრულებულია თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოლასკურში, სადაც გაბიონი მოეწყო; ასევე – 26 მაისის ქუჩაზე, სადაც განხორციელდა სტიქიის შედეგად დაზიანებული კედლის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი და ფოთის ქუჩაზე, სადაც ახალი სანიაღვრე სისტემა მოეწყო.
#სტიქიის_საპრევენციო_სამუშაოები, ამ ეტაპზე, აქტიურად #მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე:
ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, სადაც ნაპირსამაგრი გაბიონი ეწყობა;
დასრულების ეტაპზეა ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები – მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პერტულში;
ძველი სენაკის ადმინისტარციულ ერთეულში, სამ ლოკაციაზე – სხივის ქუჩაზე, ზემო კოტიანეთსა და სოფელ კოტიანეთის საარახამიოს უბანში, მიმდინარეობს მილხიდების, სანიაღვრე სისტემისა და ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის პროექტები;
ქალაქში, რამდენიმე ლოკაციაზე – ჭყონდიდელის, არჩაიას, დემურიას ქუჩებზე, აქტიურ რეჟიმში ხორციელდება ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები;
მშვიდობის ქუჩაზე, ნატოჩაოს უბანში, N56 საცხოვრებელ სახლთან, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული კედლის რეაბილიტაციისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების სამუშაოები;
პარალელურად, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, ხორციელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები; ვახტანგ გორგასლის ქუჩის 97-თან – არსებული არხის ჯებირის ამაღლების სამუშაოები.
#სტიქიის_საპრევენციო_ღონისძიებების_ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, 45 პროექტს #ახორციელებს.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აგვისტო 2024
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
Skip to content