მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ახალგაზრდობის კვირეული სენაკში

#ჩვენვქმნითახალგაზრდებისთვის, რადგან #მომავალითქვენშია – ამ გზავნილმა დღეს, სენაკში, ქალაქის განახლებულ ცენტრალურ მოედანზე, ახალგაზრდები და სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები გააერთიანა.
დღეს, ქალაქ სენაკში, ახალგაზრდული კვირეული, სხვადასხვა აქტივობებითა და გალა-კონცერტით დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები, გასართობი, შემეცნებითი და ინოვაციური აქტივობებით დაიწყო.
გაიმართა ადგილობრივ ახალგაზრდა მეწარმეთა გამოფენა; სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით მოეწყო თანასწორობის სივრცე, სადაც შშმ პირებმა და ახალგაზრდებმა, ფასილიტატორებთან ერთად, ხელთნაკეთი ნივთები დაამზადეს.
დამთვალიერებლებს და მონაწილეებს, ნაყინის კუთხემ, ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სენაკის ნაყინით უპასპინძლა.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო ინოვაციური- საგანმანათლებლო სივრცე, გამოიფინა 3D პრინტერი, VR რობოტები; გაიმართა ვორქშოფი თემაზე – ,,ახალგაზრდობის როლი ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში’’, ასევე, გათამაშება, რომლის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ ახალგაზრდებს გადაეცათ ამ დღისთვის შექმნილი სიმბოლური საჩუქრები.
ახალგაზრდობის კვირეული, ქალაქის განახლებულ ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ სცენაზე, ოთო ნემსაძის და ჯგუფის ,,limbo” კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადდოების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდნენ.
,,ჩვენ ვქმნით თქვენთვის, რადგან მომავალი თქვენშია! – დღეს სწორედ ამ სლოგანმა გაგვაერთიანა.
ახალგაზრდობაა ჩვენი იმედი და მომავალი.
მომავალი განათლებასა და თქვენს ხელთაა, ჩემო მეგობრებო!
მინდა მივულოცო სტუდენტის სტატუსის მოპოვება ყველა სტუდენტს, განსაკუთრებით კი – ჩემს სენაკელ ახალგაზრდებს.
გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას, წარმატებებს და პროფესიულ წინსვლას.
ჩემი მერობის პერიოდში, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის ფარგლებში, პირველად, 2023 წელს, დავნერგეთ სტუდენტების ხელშეწყობის დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამა.
პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს – 12, მიმდინარე წელს კი – 13 სტუდენტი დავაფინანსეთ.
ასევე, პირველად, 2023 წელს, შევქმენით 2023-2026 წლების ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო.
ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, თქვენი მიზნების აღსრულებაში ყოველმხრივი მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ“ – აღნიშნა სენაკის მუიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აგვისტო 2024
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
Skip to content