დღეს, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, კამერული მუსიკის საღამო გაიმართა.
ავსტრიის კამერულ ორკესტრ ,,არპეჯიონეს“ საქართველომ და ჩვენმა ქალაქმა პირველად უმასპინძლა.
ღონისძიება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ორკესტრს ჩვენი თანამემამულე, ავსტრიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინე, ირაკლი გოგიბედაშვილი ხელმძღვანელობს.
ავსტრიის კამერულმა ორკესტრმა, ნურჰან არმანის დირიჟორობით, მოცარტის, შონბერგის, როსინის, თაქთაქიშვილის, სენ-სანსი/იზაის, პასკულისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები შეასრულა
პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
პროექტის პარტნიორია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
კამერული მუსიკის საღამოს დაწყებამდე, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლაში, სენაკის და ზუგდიდის სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისთვის, ავსტრიის კამერული ორკესტრის წევრებმა, სიმებიან საკრავებში მასტერკლასი ჩაატარეს.