მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

შეხვედრა სენაკის საფეხბურთო გუნდ ,,ეგრისის” ფეხბურთელებთან”

საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი ხახუბია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე. სენაკის საფეხბურთო გუნდ ,,ეგრისის“ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს შეხვდნენ, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და სამოქმედო გეგმები დასახეს.
,,ჩვენი მიზანია სენაკის საფეხბურთო გუნდი ,,ეგრისი“, მიმდინარე ჩემპიონატში, შემდეგ ლიგაში გადავიდეს, რაშიც გუნდის სრულ შემადგენლობას მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებ.
ჩვენი მთავრობის და პირადად ჩემი დიდი ინტერესია, მეტად შევუწყოთ ხელი და განვავითაროთ სპორტის სხვადასხვა სახეობები, ამ მიმართულებით, მომავალშიც, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს“ – აღნიშნა შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ხახუბიამ.
,,აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქალაქს სპორტული მიღწევებისა და ტიტულოვანი სპორტსმენების აღზრდის დიდი ტრადიცია აქვს, რასაც სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოპოვებული გამარჯვებები ადასტურებენ.
სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების უზრუნველსაყოფად, ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციის კუთხით, სენაკის მუნიციპალიტეტში, არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, მიმდინარეობს და ვგეგმავთ.
მიმდინარე წელს, სენაკს სამი მინი სპორტული მოედანი შევმატეთ: ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე მოვაწყვეთ ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მინი სპორტული მოედანი; სპორტული მოედნები ასევე მოვაწყვეთ თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოლასკურსა და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის გახომელას უბანში.
ამ ეტაპზე, სამი მინი სპორტული მოედნის მშენებლობას ვახორციელებთ შემდეგ ლოკაციებზე: ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში; პროექტის ღირებულება 65 953 ლარს შეადგენს;
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ღირებულებით – 78 106 ლარი;
ქალაქად, საჯაიას ქუჩის მიმდებარედ; პროექტის ღირებულება 30 941 ლარს შეადგენს.
სპორტული ტრენაჟორები ეწყობა ორ ლოკაციაზე: ვაჩნაძის ქუჩაზე, ღირებულებით – 39 096 ლარი და ღვინჯილიას ქუჩაზე, ღირებულებით – 38 681 ლარი.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის ფარგლებში დამონტაჟდება ხელოვნურსაფარიანი მოედნები, კალათბურთის ფარები, გარე განათების სისტემა, შემოღობვის კონსტრუქციები და სხვა” – აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.
ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, სენაკს 10 მინი სპორტული მოედანი #შეემატა. უახლოეს პერიოდში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, ბელიაშვილისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე, ორი სპორტული მოედნის მშენებლობა

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

სექტემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
Skip to content